logo_geo
eng_logo
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს
- +

8 მაისი. 2017. 10:52




საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, სახელმწიფოსა და კერძო პირების კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავა.

 

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, 2015 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეში, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მიწის ნაკვეთების ყალბი მიღება - ჩაბარების აქტების საფუძველზე, თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის ზღვის მიმდებარედ, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 301 421 ლარის ღირებულის 3 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომლებიც შემდგომ სხვადასხვა პირზე ეტაპობრივად გაასხვისეს. ბრალდებულები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულ იქნენ საქართველოს სსკ - ის 180 - ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე - 3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

 

საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა /გამოვლენის მიზნით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner