logo_geo
eng_logo
საბოლოო მონაცემებით, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 66,06% მიიღო, მარინ ლე პენმა - 33,94%
- +

8 მაისი. 2017. 10:54



საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.


ბიულეტენთა 100%-ის დათვლის შემდეგ, პოლიტიკური მოძრაობა „წინ"-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 66,06% მიიღო, ხოლო „ეროვნული ფრონტის" ლიდერმა მარინ ლე პენმა - 33,94%.


ემანუელ მაკრონი საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის მერვე პრეზიდენტი გახდა. ის მეხუთე რესპუბლიკაში ყველაზე ახალგაზრდა არჩეული პრეზიდენტია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner