logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: საგზაო მოძრაობის პრობლემის დაძლევაში მხოლოდ სამართალდამცავთა ჩართულობა არ არის საკმარისი
- +

8 მაისი. 2017. 12:02



შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის გახსნაზე განაცხადა, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის.


გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, გზა დასავლეთისკენ საზოგადოების არჩევანია, რომელიც კანონის პატივისცემასა და პირველ რიგში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვაზე გადის.


გზა დასავლეთისკენ ჩვენი საზოგადოების არჩევანია. ეს არის არჩევანი, რომელიც კანონის პატივისცემაზე გადის და პირველ რიგში, სწორედ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვას გულისხმობს. თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ის პრობლემაა, რომლის დასაძლევად მხოლოდ სამართალდამცველთა მაქსიმალური ჩართულობაც კი არ არის საკმარისი, თუკი არ იქნება თითოეული მოქალაქის ნება გავუფრთხილდეთ ერთმანეთს", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.


1 ივლისს თითოეულ მართვის მოწმობას ენიჭება 100 ქულა. საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა იწვევს მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების შემცირებას.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner