ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ახაშენსა და მუკუზანში.
განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაიხოცა შინაური ფრინველი, დაზიანდა ვენახები და ბაღჩეული კულტურა.
დაზარალებულების თქმით, მოუწესრიგებელია სანიაღვრე სისტემა, რის გამოც წვიმისგან შექმნილი ნიაღვარი არხებში ვეღარ დაეტია.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის შემსწავლელი კომისია დღის განმავლობაში იმუშავებს.