logo_geo
eng_logo
ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს
- +

8 მაისი. 2017. 12:07



„BBC"-ის ცნობით, ავღანეთის და აშშ-ის სპეცრაზმის მიერ ჩატარებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი აბდულ ჰასიბი მოკლეს.


ჰასიბს ქაბულში სამხედრო ჰოსპიტალზე თავდასხმა ბრალდება, რის შედეგადაც 50 ადამიანი დაიღუპა.


აბდულ ჰასიბი და კიდევ რამდენიმე საველე მეთაური სოფელ აჩინში, პაკისტანის საზღვრის სიახლოვეს მოკლეს. ოპერაციის დროს, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ოპერაციაში ავიაციაც მონაწილეობდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner