logo_geo
eng_logo
ჯამბულ გამცემლიძე: ფიქრის დრო ძალიან ცოტა დარჩა... ნუ ჩაგვადენინებთ მოუფიქრებელს...
- +

8 მაისი. 2017. 12:41




„დღეს ცხრა წელი გახდა, რაც ჩემი შვილი დაგვემშვიდობა, ამბობენ, დრო მკურნალიაო, კი, ასეა ნამდვილად, ვისაც ჭრილობა აქვს მოსაშუშებელი, მაგრამ, როცა შვილი გტკივა, ეს უფრო და უფრო გაუსაძლის ტკივილს იწვევს", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციის „გადაარჩინე სიცოცხლე" დამფუძნებელი, მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე წერს.

 

„ოთხ-ნახევარი წელი მის მტრებს, „ნაციონალებს" ვეხვეწე, სამართალი მაპოვნინეთ, ოთხ-ნახევარი წელიწადი მისი უფლებების დამცველებს ვეხვეწები, მიშველეთ-მეთქი და...რა?

 

დღეს, თურმე სად უნდა მოწიო სიგარეტი, ის უფრო პრიორიტეტული ყოფილა, ვიდრე ჩემი შვილისა და ამდენი ახალგაზრდის უმოწყალოდ დახოცვა ქუჩაში, ციხეებსა თუ გამომძიებლების კაბინეტებში... ვერცერთი გახმაურებული საქმე ვერ მიიყვანა პროკურატურამ ბოლომდე და ვერ მივაღწიეთ სამართალს. ფიქრის დრო ძალიან ცოტა დარჩა... ნუ ჩაგვადენინებთ მოუფიქრებელს..." - წერს ჯამბულ გამცემლიძე.


Description: Image may contain: 1 person, sitting and indoor


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner