შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი Viber-ით ნარკოტიკული საშუალებების შეთავაზების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, განვითარებულ ქვეყნებში ამას ე.წ „დარქ ნეტს" ეძახიან.
„Viber- ით ხდება თუ სხვა შესაძლებლობების მეშვეობით, მოგეხსენებათ, რომ განვითარებულ ქვეყნებში ამას ეძახიან „დარქ ნეტს", რომლის მეშვეობითაც ხდება იგივე ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვა. ეს პრობლემა საქართველოში დიდად აქტუალური არ არის, თუმცა ჩვენი შესაბამისი სამსახურები ამ მიმართულებითაც ყურადღებით არიან და ყველა ასეთ შემთხვევაზე, თუკი დაფიქსირდება, ჩვენ სათანადო მზადება და ცოდნა გვაქვს, რომ გამოვავლინოთ და აღვკვეთოთ", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს Viber-ში ნარკოტიკების ყიდვის შეთავაზება მისდით.