logo_geo
eng_logo
„Viber-ით ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები ყურადღებით არიან“
- +

8 მაისი. 2017. 13:52



შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილ Viber-ით ნარკოტიკული საშუალებების შეთავაზების შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.


მისი თქმით, განვითარებულ ქვეყნებში ამას ე.წ „დარქ ნეტს" ეძახიან.


Viber- ით ხდება თუ სხვა შესაძლებლობების მეშვეობით, მოგეხსენებათ, რომ განვითარებულ ქვეყნებში ამას ეძახიან დარქ ნეტს", რომლის მეშვეობითაც ხდება იგივე ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვა. ეს პრობლემა საქართველოში დიდად აქტუალური არ არის, თუმცა ჩვენი შესაბამისი სამსახურები ამ მიმართულებითაც ყურადღებით არიან და ყველა ასეთ შემთხვევაზე, თუკი დაფიქსირდება, ჩვენ სათანადო მზადება და ცოდნა გვაქვს, რომ გამოვავლინოთ და აღვკვეთოთ", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

 

ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებს Viber-ში ნარკოტიკების ყიდვის შეთავაზება მისდით.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner