შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იური ლუჟკოვის პასპორტში არ იყო ისეთი მონაცემი, რომ მესაზღვრეს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა დაედგინა. დანარჩენი დამატებითი გარკვევის საგანია. რა რეაგირება იქნება, საკითხის გარკვევის შემდეგ გადაწყდება", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
იური ლუჟკოვი მეუღლესთან, ელენა ბატურინასთან ერთად თბილისში იმყოფება. გუშინ ისინი ქართველ მეგობრებთან ერთად ქანდის მონასტერში არამეულ ენაზე ჩატარებულ წირვას დაესწრნენ.
იური ლუჟკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს არაერთხელ სტუმრობდა. შესაბამისად, საქართველოში მის შემოსვლაზე კანონით დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება.