logo_geo
eng_logo
ანი პატარაია: ამაზე არ უფიქრია მერსის? ეს როგორი აზროვნების მიმართულებაა?
- +

4 აპრილი. 2016. 03:38



ანი პატარაია მერსი სულხანიშვილისა და ისტორიკოს ომარ ნიშნიანიძეს შორის, გადაცემა „პრიორიტეტში" დაპირისპირებას ეხმიანება:






„სამწუხაროდ, ისტორიას თუ გადავხედავთ განურჩევლად ქრონოლოგიისა მართლაც არსებობდა უზნეობის ცოდვა, მაგრამ აღსანიშნავია რომ არასდროს ხდებოდა ამ ქცევის წახალისება და პროპაგანდა. ასე იყო ეს ოდითგანვე  და რა დამღლელია დღევანდელი რეალობა..


 


აი მარტივად რომ ვთქვათ, იქნებ გარყვნილების შედეგი იყო წარღვნა, რომელიც თავს დაატყდა კაცობრიობას? რა სიკეთე მოუტანა რომში გამართულმა ამგვარმა სანახაობებმა თავად რომს? ამაზე არ უფიქრია მერსის? ვერ ვხვდები რა არგუმენტია ისტორიაში ერთხელ უკვე არსებული მანკიერებით გავამართლოდ დღევანდელი რეალობა? ეს როგორი აზროვნების მიმართულებაა?


 


ისეთი კითხვით შემოიფარგლა მერსი, რომ მე მინდა ვუპასუხო, როგორც მომავალმა ისტორიკოსმა, რომ ისტორიკოსების მოვალეობა არა მხოლოდ მემატიანეობაა, არამედ ჯანსაღი ანალიზის უნარი, რათა შეეძლოს თავის ქვეყანას განუსაზღვროს განვითარების გეზი სასიკეთო მიმართულებით."


 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner