logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილმა 87 ხე ციხისძირში, ახალგაშენებულ პარკს აჩუქა
- +

2 აპრილი. 2016. 15:44

ციხისძირში, ზღვისპირა ზოლზე ახალგაშენებულ პარკს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმაბიძინა ივანიშვილმა 87 ხე აჩუქა. სხვადასხვა ჯიშის ნერგები 4 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაირგვება. პარკის მოწყობის სამუშაოებს კომპანია „ზიმო" აწარმოებს. 

კომპანიის ინჟინრის ირაკლი შანავას თქმით, ნარგავები იტალიიდან ბიძინა ივანიშვილმა ჩამოატანინა. შანავას განცხადებით, 12 სახეობის მცენარეებს შორის ტიტას ხეც არის. 

„12-მდე ჯიშის მცენარე, მათ შორის ტიტას ხის ნერგიც, იტალიიდან ჩამოვიდა. გაშენდება ახალი პარკი თავისი განათებებით, ტროტუარებით და ხე-მცენარეებით. თავის დროზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას შეჰპირდა პარკის გაშენებას. დაახლოებით ამდენივე ხეს ველოდებით მომდევნო ეტაპზე", - ამბობს  შანავა. 

მცენარეების ნერგები ციხისძირში სატვირთო ტრაილერით მიიტანეს. რამდენიმე დღის წინ აღნიშნული ტერიტორიიდან ასწლოვანი ტიტას ხე გურიაში გადაიტანეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner