logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: გული გამითბო „მართვემ“!!! მადლობელი ვარ, ანზორ!
- +

8 მაისი. 2017. 16:27




2 წლის წინანდელი მასალა...

გული გამითბო „მართვემ"!!!

მადლობელი ვარ, ანზორ!


ნათელში იყოს ჯიღაურის ქალი, სახელად ნათელა, მოწოდებით პედაგოგი-აღმზრდელი, ხასიათით - თავდადებული, საქმიანი, ერთგული, პატრიოტი, რომელსაც შეეძლო ნაკლები ელაპარაკა და მეტი ეკეთებინა... და დარჩენილიყო ქალად (!), დედად, მეუღლედ, მოღვაწედ, ქალბატონად...


ანზორის მსგავს, ნათელას მსგავს, მათნაირ ადამიანებზე დგას ქვეყანა და იმედად-მომავალი!


ასი წლის შემდეგაც გასახსენებლად და საამაყოდ მექნება ის დრო, ის გუნდი, ის საქმე (!) და ის შედეგი (!).


და არავის გაახსენდება ბოროტი, უტიფარი, გესლით სავსე და უბრალოდ უზრდელი ადამიანები, რომლების ავყიობაც უკვე ლეგენდად დადის ფეისბუქზე და არა მარტო მის "ველზე"...


ვაი მას, მის პატრონს, მისი ჭკუით და „ზრდილობით" მსგავს და მონათესავე ამქარს, ვისაც...


დანარჩენი თქვენთვის მომინდვია!




***


1974 წელს დაიბადა „მართვეს" იდეა... ფოლკლორული ანსამბლი „მართვე""... სპორტული საზოგადოება „მართვე"... ჟურნალი „სკოლა და ცხოვრების" დამატება - „მართვე"... ერთი სიტყვით, განათლების სამინისტროს მაშინდელი მესვეურები სისტემის რეფორმირების, ახალი თაობის მრავალმხრივი აღზრდის, ერის მომავლის გეგმების განხორციელების სიმბოლოდ „მართვეს" განიხილავდნენ...


გეგმა-ჩანაფიქრი შედეგიანი მაშინ გამოდის, როცა მის განხორციელებას სათავეში უდგანან არა მარტო კომპეტენტური, არამედ გულანთებული და საქმისთვის თავდადებული ადამიანები...


ივარგა სპორტულმა „მართვემ", მაგრამ გაძლო იქამდე, ვიდრე მას არჩილ გოგელიას გუნდი თავკაცობდა. წავიდა ეს გუნდი, შეიცვალა ატმოსფერო და... ჩაკვდა ეს უმშვენიერესი საქმე.


ფოლკლორულ მიმართულებას კი გაუმართლა - აწ გარდაცვლილი, უღირსეულესი ქალბატონის ნათელა ჯიღაურის ენერგიამ და ანზორ ერქომაიშვილის ფანტასტიკურმა ნიჭმა შვა ანსამბლი, რომელიც აგერ უკვე 40 წელია ცოცხლობს და ათეულზე მეტი თაობა გამოზარდა - ასწავლა და შეაყვარა ქართული სიმღერა, გაზარდა ჭეშმარიტ რაინდებად, ქართული სიმღერის, ეროვნული კულტურის პროპაგანდისტებად...


ამ საქმეში ჩანასახიდანვე ჩახედული ადამიანის პოზიციიდან შემიძლია უყოყმანოდ და დაბეჯითებით ვთქვა: ეს უაღრესად ეროვნული, პატრიოტული, ქართული ფოლკლორის განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის წამოწყება დღემდე მოიტანა გუნდმა, რომელსაც უცვლელად წინამძღოლობს ანზორ ერქომაიშვილი - კაცი ნიჭიერების, თავმდაბლობის, გულანთებულობის, საქმისთვის თავდადებულობის ეტალონი. თუკი შეიძლება ქართული კულტურის ამ რაინდის შეფასება ერთი სიტყვით, ვამბობ: პატრიოტი!!!!


ამ პოსტით იმის თქმა მინდა, რომ პატრიოტიზმის უპირველესი გამოვლინება გახლავთ საქმე და მისი შედეგი. საქმე!!!! საქმე!!!! და კიდევ, საქმე!!!!


და ცხოვრების ეს წესი-საქმე და მისი შედეგი, შეხამებული კომპეტენტურობასა და თავმდაბლობასთან - პირადი მაგალითით მილიონჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე მავანთა „შიმშილობა" და „მიტინგობა", ურა-პატრიოტული „წივილ-კივილი და ისტერიკა", გამოგონილი „მტრების" და „აგენტების" ძიება-მხილება!


„საქმემან შენმან გამოგაჩინოს!" - უთქვამთ ბრძენ წინაპრებს.


ანზორ ერქომაიშვილი ამ მხრივ მართლაც რომ გამოჩინებული კაცია!

დაფასებული!..

მოსაფერებელი!

ხელისგულზე სატარებელი!

სამაგალითო!


 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner