logo_geo
eng_logo
შალვა ხაჭაპურიძე: „ციანიდის საქმე“ იგეგმებოდა და ამ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი!
- +

8 მაისი. 2017. 18:08




„პროკურატურის პოზიცია ჩემთვის დასაჯერებელია", - ამის შესახებ უფლებადამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ „ასავალ-დასავალს" განუცხადა და ე.წ. „ციანიდის საქმის" შესახებ ისაუბრა.


მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ „ციანიდის საქმე" იგეგმებოდა და ამ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი.


„მოგეხსენებათ, 5 მაისს, პარასკევს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ციანიდის საქმის" განხილვა დაიწყო. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ სისხლის სამართლის საქმე უნდა შეწყდეს, რადგან მისი აზრით, დეკანოზი გიორგი მამალაძე უდანაშაულოა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, ეს უკანასკნელი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა მოხდეს საქმის არსებითად განხილვა! თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს საქმე იგეგმებოდა და ამ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი! პროკურატურის პოზიცია ჩემთვის დამაჯერებელია", - ამბობს ხაჭაპურიძე. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner