logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ნაცების ყველაზე მსხვილი ბიოცისტერნა აპარებს, ყველა მხრიდან გასდის და ააყროლა ქვეყანა!
- +

8 მაისი. 2017. 18:45





გაზეთ „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს სოსო გოგაშვილს ღია წერილით მიმართავს.


გთავაზობთ ამონარიდს ღია წერილიდან:


„თქვენი ბრალია ეს ყველაფერი, პატივცემულო სოსო, გამოგენახათ საერთო ენა ნაცებთან და არ აგიშარდებოდნენ!

 

არ იცით, ეგენი რა ბიოცისტერნებიც არიან?! თანაც, მაგათი ყველაზე მსხვილი ბიოცისტერნა აპარებს, ყველა მხრიდან გასდის და ააყროლა ქვეყანა!

 

ბატონო სოსო, შეიგნეთ და შეისმინეთ, ბოლოს და ბოლოს - სანამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვახტანგ გომელაური და თქვენ ხელმძღვანელობთ, ნაცებს სახელმწიფო გადატრიალებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების გზა მოჭრილი აქვთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სააკაშვილისეული აღმშენებლობისა და აყვავების ეპოქა ვერ დაბრუნდება!

 

სწორედ ესაა მთავარი მიზეზი, რის გამოც სამშობლოს ბედით გულდათუთქული ნაცები გებრძვიან, სხვა ყველაფერი კი უბრალოდ საბაბია, შავი პიარის მასალა!

 

ასე რომ, დანარჩენი თქვენს სინდისზეა, ბატონო სოსო!

 

დიახ, თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი - ან ნაცების დაბრუნება და პუტინის აგენტი ბიძინა ივანიშვილის მიერ დანგრეული საქართველოს ხელახლა აშენება, ანდა ამ ქვეყნის ბოლომდე დასამარება იმავე რუსი ოლიგარქისა და ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გამთხრელი ივანიშვილის მიერ.

 

მე ჩემი გითხარით და რას იზამთ, ეგ უკვე თქვენი საქმეა, ბატონო სოსო!" - წერს ჯაბა ხუბუა.


წერილის სრული ვერსია იხილეთ ლინკზე:

http://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=44331  

 




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner