logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: თქვენ ის კაცი არ ხართ, სოსო ბატონო, საკუთარი შვილი სამსახურიდან რომ დაითხოვეთ?
- +

8 მაისი. 2017. 18:59



„ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს სოსო გოგაშვილს ღია წერილით მიმართავს.


გთავაზობთ ამონარიდს წერილიდან:

 

„იქნებ, დღეს მაინც შეგაწუხოთ სინდისმა ამის გამო, იქნებ, დღეს მაინც გაუწიოთ ანგარიში სამშობლოს მეციხოვნე ნაცებს და მათი მოთხოვნის შესაბამისად, გადადგეთ!

 

რა ბრძანეთ? მეტი საქმე არა გაქვთ?!

 

რა ხართ ასეთი გულქვა, ბატონო სოსო?!

 

ჰო, გულქვაობაზე გამახსენდა: თქვენ ის კაცი არა ხართ, სოსო ბატონო, საკუთარი შვილი სამსახურიდან რომ დაითხოვეთ?

 

დიახ, დიახ, თქვენი ქალიშვილი სპეციალისტად მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში და როცა მაგ სამსახურის უფროსად დაგნიშნეს, პირველი ის გააკეთეთ, რომ შვილი სამსახურიდან გაუშვით - უხერხულიაო, პოლიტიკურად კორექტული არ იქნებაო, ნეპოტიზმში ჩამეთვლებაო და გაუშვით.

 

სწორედაც მოიქეცით, მაგრამ ღირდა კი ამის გამო ნაცების განაწყენება?

 

ხომ იცით, ეგენი წესიერებას და კეთილსინდისიერებას ვერ იტანენ და მოგდგნენ კიდევაც!

 

მაგ ნაბიჯით - საკუთარი შვილის სამსახურიდან გაშვებით - თქვენვე მიეცით ნაცებს სალაპარაკო და, ხომ ხედავთ, ახლა გაჰყვირიან - გოგაშვილს თავზე ჭერი რატომ აქვსო, გოგაშვილის ოჯახის წევრები უქონელ-უპოვარნი რატომ არ არიან და შიმშილით სული რატომ არ სძვრებათო?!" - წერს ჯაბა ხუბუა.

 

წერილის სრული ვერსია იხილეთ ლინკზე:

http://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=44331   




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner