logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირების დეესკალაციისთვის, შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ
- +

4 აპრილი. 2016. 10:19


საქართველოს ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საქართველო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირების დეესკალაციისთვის შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმუმს გააკეთებს.

 

„ძალიან მძიმეა, ძალიან ცუდია ის, რაც ჩვენს სამეზობლოში ხდება. რამდენიმე დღეა მიმდინარეობს შეტაკებები. მე ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ დეესკალაცია იქ არსებული სიტუაციის. საქართველოს რაც შეეხება, როგორც ორივე ქვეყნის მეზობელი ქვეყანა, ყველაფერს გავაკეთებთ, რა შესაძლებლობებიც გაგვაჩნია, იმის მაქსიმუმს", - განაცხადა კალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner