logo_geo
eng_logo
დარეჯან ლიპარტელიანი: სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკის სრულ პაკეტს იმსახურებთ...
- +

8 მაისი. 2017. 21:10


 

ჟურნალისტი დარეჯან  ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„საოცარია, „ბათუმის გმირების" დედებმა გზა გადაკეტესო ბათუმში... თქვე კაი დედმამისშვილებო, რატომ მაშინ არ გადაკეტეთ გზა, თქვენი შვილები ბათუმს რომ წვავდნენ და არბევდნენ? თქვენ მგონი, მართლა იმსახურებთ სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკის სრულ პაკეტს... აბა, ვანო მერაბიშვილი ყოფილიყო შს მინისტრი, ამას თუ გაბედავდით? ხომ დაგადუღებდა ერთმანეთზე, თქვენ და თქვენს შვილებსაც, ამოგწყვიტადათ და ამოგჟუჟავდათ დედაბუდიანად... მაგრამ, გაგდით და აკეთებთ ამ სისულელეებს... ისე თქვენს ადგილას, ღირსეულ ადამიანს შერცხვებოდა ქუჩაში გამოსვლაც კი..... რაც თქვენმა შვილებმა გააკეთეს, არა მარტო თქვენი, არამედ ერის სირცხვილია. „ბათუმის გმირები" კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯონ, ეს უნდა იყოს ყველასთვის სამაგალითო, დიახ, მე ასე ვფიქრობ!" - წერს ლიპარტელიანი.


შეგახსენებთ, რომ ბათუმის მოვლენებზე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული 9 პირი ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner