საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „NATO-საქართველოს სახალხო დიპლომატიის" ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„არ შემიძლია არ გამოვთქვა შეშფოთება ჩვენს სამეზობლოში სიტუაციის ესკალაციის გამო. ჩვენ გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით შესაძლებელი გახდება სიტუაციის დეესკალაცია, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენს რეგიონში და არა მხოლოდ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.