logo_geo
eng_logo
გორში ქუჩებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დასრულდება
- +

9 მაისი. 2017. 12:06



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში, ქუჩებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.


კეცხოველისა და გორიჯვრის ქუჩებზე გზები და სანიაღვრე სისტემა დაზიანებული იყო და მოსახლეობას, განსაკუთრებით ნალექის დროს,  გადაადგილება უჭირდა. პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 3,270 კმ სიგრძის გზა და მიმდებარე ტროტუარები. მოეწყობა რკინა-ბეტონის ბორდიურები და სანიაღვრეები. ობიექტზე დასაქმებულია  55 ადამიანი.


შესრულებული სამუშაოების ხარისხი და ობიექტებზე არსებული ვითარება შეამოწმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.


პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებზე 1 654 000 ლარი დაიხარჯა.


სამუშაოები დასკვნით ფაზაშია და მაისის ბოლოდან გორის მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner