„მაისის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა 100-ზე მეტ ბაიკერს, რომლებიც „ღამის მგლების" ჯგუფის წევრები იყვნენ", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე პოლიციამ ქვეყანაში შემოსვლის ნება რამდენჯერმე არ მისცა „ღამის მგლების" ორგანიზებულ ჯგუფებს, რამდენიმე ბაიკერი კი საქართველოში ყოველგვარი ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე შემოვიდა.
შეგახსენებთ, რომ „ღამის მგლების" წარმომადგენელი ორი ბაიკერი დღეს ვაკის პარკში იმყოფებოდა და უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.