logo_geo
eng_logo
შსს: მაისის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა „ღამის მგლების“ ჯგუფის 100-ზე მეტ წევრს
- +

9 მაისი. 2017. 14:16



მაისის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა 100-ზე მეტ ბაიკერს, რომლებიც ღამის მგლების" ჯგუფის წევრები იყვნენ", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.


უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე პოლიციამ ქვეყანაში შემოსვლის ნება რამდენჯერმე არ მისცა „ღამის მგლების" ორგანიზებულ ჯგუფებს, რამდენიმე ბაიკერი კი საქართველოში ყოველგვარი ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე შემოვიდა.


შეგახსენებთ, რომ „ღამის მგლების" წარმომადგენელი ორი ბაიკერი დღეს ვაკის პარკში იმყოფებოდა და უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner