ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულ მხარეებად ცნო.
2017 წლის 6 აპრილს პროკურატურასთან დაწყებული მიმოწერა 3 მაისს დასრულდა - მთავარი პროკურორის სახელზე გაგზავნილ წერილს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე მუკასაშვილმა უპასუხა - დვალი და აქიმიძე ჯერ კიდევ 2015 წლის 16 თებერვალს ცნეს დაზარალებულებად და სისხლის სამართლის საქმის გასაცნობად პროკურატურაში მიიწვიეს.
დამფუძნებლები უახლოეს დღეებში აპირებენ პროკურატურაში მისვლას.