logo_geo
eng_logo
პროკურატურამ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე „რუსთავი 2“-ის საქმეში დაზარალებულებად ცნო
- +

9 მაისი. 2017. 14:16



ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულ მხარეებად ცნო.


2017 წლის 6 აპრილს პროკურატურასთან დაწყებული მიმოწერა 3 მაისს დასრულდა - მთავარი პროკურორის სახელზე გაგზავნილ წერილს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს უფროსმა ალექსანდრე მუკასაშვილმა უპასუხა - დვალი და აქიმიძე ჯერ კიდევ 2015 წლის 16 თებერვალს ცნეს დაზარალებულებად და სისხლის სამართლის საქმის გასაცნობად პროკურატურაში მიიწვიეს.


დამფუძნებლები უახლოეს დღეებში აპირებენ პროკურატურაში მისვლას.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner