logo_geo
eng_logo
თემურ მურღულია: წელს დაახლოებით 400 სკოლაში დასრულდება სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები
- +

9 მაისი. 2017. 14:26



განათლების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიამ „იმედის დღის" ეთერში საქართველოს სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო თანმიმდევრულად ეკიდება ამ პრობლემას და მაქსიმალურად ცდილობს მათ მოგვარებას.

 

„2000 სკოლაზე მეტი არის ავარიულ მდგომარეობაში. საღად თუ მივუდგებით ამ ციფრს, დავინახავთ, რომ ერთდროულად 2000 სკოლის პრობლემის მოგვარებას ვერ შეძლებს ვერცერთი ჩვენზე გაცილებით ძლიერი სახლმწიფოც კი. უკვე მეოთხე წელია სახელმწიფო თანმიმდევრულად ეკიდება ამ პრობლემას, არემონტებს სკოლებს. მიმდინარე წელს დაახლოებით 400 სკოლაში დასრულდება სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები. იმ სკოლებში, სადაც კონსტუქციული მდგრადობის პრობლემები გამოვლინდა, გადაუდებელ რეჟიმში ვაკეთებთ რემონტს. იქ, სადაც ვიზუალურად არ არის სასურველი მდგომარეობა, დროულად ვცდილობთ, მოვაგვაროთ. აქვე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნებისმიერ სკოლაში, რაც არ უნდა გააკეთოთ, თუ ჭერი არ მოაწესრიგე, საიდანაც ხშირ შემთვევაში წყალი ჩამოდის, ისე ქვევით რაიმეს გაკეთებას აზრი არ აქვს. ჩვენ არდადეგებს ვიყენებთ იმისთვის, რომ დაახლოებით 200 სკოლაში მოვაწესრიგოთ ჭერი, მოვაწესრიგოთ გათბობის პრობლემები. გარდა ამისა, არის სკოლები, სადაც ხდება მთლიანად ხდება რეკონსტუქცია, იმიტომ, რომ კონსტუქციული და მდგრადობის პროლემები გამოვლინდა", - განაცხადა თემურ მურღულიამ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner