logo_geo
eng_logo
გურიაში ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი აღინიშნა
- +

9 მაისი. 2017. 14:27



გურიაში ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი აღინიშნა. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს და ვეტერანებს დღევანდელი დღე მიულოცეს.

 

„მინდა, მოვეფერო ჩვენს საამაყო ვეტერანებს და ქედი მოვიხარო ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ფაშიზმზე გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ქვეყნის წინაშე მათი დამსახურება უდავოდ დიდია, რადგან საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა გაწირეს იმისთვის, რომ შთამომავლობებს მშვიდობიანად ეცხოვრათ", - ამ სიტყვებით მიულოცა გუბერნატორმა გია სალუქვაძემ ვეტერანებს 9 მაისი.


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 600 ლარით, ხოლო მარჩენალდაკარგულთა ოჯახები 300 ლარით დასაჩუქრდნენ.


წელს ქალაქ ოზურგეთის მერიამ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ვეტერანებს საჩუქრად 300-300 ლარი გადასცეს; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ  400-400 ლარი და ლანჩხუთის გამგეობამ 200-200 ლარი.


ღონისძიების დასრულების შემდეგ გუბერნატორმა გია სალუქვაძემ და ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ ოზურგეთში მცხოვრები ვეტერანი ანასტასია მჟავია მოინახულეს და დღევანდელი დღე მიულოცეს.


გურიაში სულ 30 ვეტერანი ცხოვრობს. ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავის აღსანიშნავად მათთვის სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართა.


 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner