უფლებადამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ე.წ. ციანიდის საქმის უკან „ნაციონალური მოძრაობა" დგას.
„ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ „ციანიდის საქმისა" და მეუფე იაკობის ვერაღსრულებული მკვლელობის უკან „ნაცმოძრაობა" არ დგას! დღეს „ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, ქვეყანაში შექმნას ქაოსი და მერე მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს. არავის დაავიწყდეს ისიც, რომ სააკაშვილსა და მის ბანდას საპატრიარქოში დატოვებული და ჩანერგილი ჰყავთ თავიანთი მომხრე სასულიერო პირები, რომლებიც ნებისმიერ სიბინძურეზე მოაწერენ ხელს! ამდენად, ეჭვი არ მეპარება, რომ მეუფე იაკობის მკვლელობა და „ციანიდის საქმე" საქართველოს ეკლესიისა და სახელმწიფოს მტრებმა - ნაცებმა დაგეგმეს!" - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.