logo_geo
eng_logo
ოთო აბესაძე: უბრალოდ ტყუილია, რომ კოალიცია შემავალმა პარტიებმა დაშალეს და მიატოვეს „ქართული ოცნება“
- +

4 აპრილი. 2016. 10:27


მგონი დროა, შევცვალოთ პოლიტიკური სტანდარტი და გადავიდეთ ახალ ეტაპზე, სადაც რეალობის ალტერნატივებს კი არ ვქმნით, არამედ ამოვდივართ რეალობიდან", - ამის შესახებ facebook-ზე განათლების მინისტრის მრჩეველი ოთო აბესაძე წერს.



მისი აზრით, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" და მათი ადამიანური თუ მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, ვერც კოალიცია „ქართული ოცნება" და ვერც კოალიციაში შემავალი ვერცერთი პოლიტიკური ორგანიზაცია ვერ გადალახავდა საარჩევნო ბარიერს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში.



მე ვიყავი კოალიციის, მასში შემავალი ყველა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე მთელი საქართველოს მასშტაბით და ზედმიწევნით კარგად ვიცოდი და ვიცი თითოეული მათგანის შესაძლებლობები. თითოეული მათგანი იყო პირდაპირი მნიშვნელობით პოლიტიკურად ჩამოკიდებული პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რესურსზე.

 

 

შესაბამისად, მათ კი არ დატოვეს და დაშალეს კოალიცია, არამედ პარტია ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ მხოლოდ საკუთარი პარტია აკეთოს და დამოუკიდებლად იფუნქციონიროს პოლიტიკურ ველზე და ეს ავტომატურად ნიშნავდა კოალიციის დაშლას.

მითი იმის შესახებ, რომ კოალიცია მასში შემავალმა პარტიებმა დაშალეს და მიატოვეს ქართული ოცნება", ეს არის უბრალოდ ტყუილი.

 

 

დღეს პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" აშენებს 21-საუკუნის პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც არის ევროპის სოციალ-დემოკრატიული ოჯახის წევრი, არის სტრუქტურულად კარგად გამართული და დისციპლინირებული პოლიტიკური პარტია.

 

 

მნიშვნელოვანი და საინტერესოა, რომ პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქაართველო" იწყებს ძირეულ საკადრო განახლებას და მთლიან რესურსს არა კოალიციას, არამედ საკუთარ თავს მოახმარს.

 

 

ძალიან საინტერესო, დემოკრატიული პროცესი მიმდინარეობს საქართველოში, რომელიც გამოიწვევს ერთი საფეხურით პოლიტიკურ სტანდარტის ამაღლებას.

მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა იმ პარტიას პოლიტიკურ კარიერაში, რომლებიც შედიოდნენ კოალიცია ქართულ ოცნებაში" და ერთად ბრძოლით დავამარცხეთ მანიაკალური რეჟიმი საქართველოში. ეს იყო გმირობა, რომელიც ისტორიას დარჩება. ხლა კი ახალი გამოწვევების და ახალი სტანდარტების დროა", - წერს აბესაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner