logo_geo
eng_logo
თემურ მურღულია: „millennium challenge“-ის პროგრამის ფარგლებში მინიმუმ 90 სკოლის რეაბილიტაცია მოხდება
- +

9 მაისი. 2017. 15:10



განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ „იმედის დღის" ეთერში განაცხადა, რომ „millennium challenge"-ის პროგრამის ფარგლებში მინიმუმ 90 სკოლის რეაბილიტაცია მოხდება.


„ჩვენი ამერიკელი პარტნიორების დახმარებით მიმდინარეობს ე.წ. „millennium challenge"-ის (ათასწლეულის გამოწვევის) პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში მინიმუმ 90 სკოლის რეაბილიტაცია მოხდება. ეს დაკავშირებულია ლარის კურსთან და იმ მოცულობებთან, რომელიც საბოლოდ ჩამოყალიბდება. ბუნებრივია, ერთსა და იმავე სკოლებს „millennium challenge"-ის პროგრამითა და ბიუჯეტის თანხებით არ ვარემონტებთ. ბედნიერია ის სკოლა, რომელიც „millennium challenge"-ის პროგრამაშია მოხვედრილი, რადგან მასშტაბი უფრო ფართოა და ეზოს მოწესრიგებასაც გულისხმობს", - განაცხადა თემურ მურღულიამ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner