logo_geo
eng_logo
თემურ მურღულია: წელს სკოლებში ვიწყებთ ე.წ. ოპერირების პროგრამას...
- +

9 მაისი. 2017. 15:53


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თემურ მურღულიამ „იმედის დღის" ეთერში საქართველოს სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, არსებული პრობლემების მოსაგვარებლად სამინისტრო ე.წ. ოპერირების პროგრამას იწყებს.

 

„წელს ჩვენ ვიწყებთ ე.წ. ოპერირების პროგრამას, რომელიც თვისობრივად განსხვავებულ რეჟიმს აწესებს. დიდი ხნის განმავლობაში სკოლაში რემონტიდან რემონტამდე ან აშენებიდან მომდევნო რემონტამდე მოვლის სამუშაოები საერთოდ არ ხორციელდებოდა. ყველა ჩვენგანი საკუთარ სახლს უვლის, ხომ სწორია? სკოლებში ამის გამოცდილება, პრაქტიკა და რაც მთავარია ფინანსები არ იყო ამისთვის. ჩვენ შემოგვაქვს ოპერირების მოდელი და სწორედ ეს მოდელი აკეთებს იმას, რომ ადამიანები ყოველდღიურად უვლიან იმ აქტივებს, რომლებიც აქვთ", - განაცხადა თემურ მურღულიამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner