logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: კვირიკაშვილი საერთაშორისო ასპარეზზე დიდი პოპულარობით სარგებლობს...
- +

9 მაისი. 2017. 16:20


„ურთულესი პერიოდი დგას მსოფლიოს წინაშე. რუსეთის მხრიდან გამოწვეულია უამრავი პრობლემა როგორც რეგიონში, ისე საქართველოში. ასევე ახალ ფაზაში გადავიდა წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება, რაც დასავლეთს და რუსეთს გააჩნია, ტერორიზმის ფაქტორი, - სწორედ ეს თემები იქნა განხილული შეხვედრაზე", - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ „TV პირველის" ეთერში გააკეთა და გიორგი კვირიკაშვილის აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა.


როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ამერიკის პრეზიდენტი დაინტერესებულია, რეგიონში ჰყავდეს პარტნიორი, რომელსაც დაეყრდნობა და მხარს დაუჭერს.


შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი 8 მაისს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენს შეხვდა.


„თავისთავად მაიკ პენსთან შეხვედრა არის ძალიან საგულისხმო თემა. აქ მნიშვნელოვანია, თუ რაზე იმსჯელეს შეხვედრაზე. საქართველო არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ქვეყანა და რა საკვირველია, ვიცე-პრეზიდენტთან ამ საკითხთან დაკავშირებით დეტალების გავლა არის კარგი.

 

დონალდ ტრამპთან შეხვედრა კი არ გახლავთ სიმბოლური საკითხი და საქართველოსთვის თავზე ხელის გადასმა. ეს არის საგანგებო მნიშვნელობის. აშშ-ის პრეზიდენტი დაინტერესებულია, ჰყავდეს პარტნიორი რეგიონში, რომელსაც დაეყრდნობა და მხარს დაუჭერს.

 

ძალიან კარგია, რომ კვირიკაშვილი საერთაშორისო ასპარეზზე დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც პიროვნება. თავის დროზე, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ყველას შეხვდა, ასევე ყველა ოფიციალურ პირთან ჰქონდა შეხვედრა უკვე პრემიერ-მინისტრის რანგშიც", - განაცხადა ვოლსკიმ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner