logo_geo
eng_logo
გელა დუმბაძე: უამრავ ოჯახს მოუტანს შვებას ეს ისტორიული გადაწყვეტილება!
- +

19 თებერვალი. 2016. 14:08


დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ უცხოეთში დაღუპული თანამემამულეების გადმოსვენებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ისტორიულია. მისი თქმით, საზღვარგარეთ ქართული დიასპორების მიერ ყველა შეხვედრაზე ეს საკითხი ნომერ პირველ პრობლემად სახელდებოდა.



როგორც პიროვნება, როგორც მინისტრი, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლება თავის თავზე იღებს ვალდებულებას, რომ უცხოეთში მყოფი ჩვენი მიცვალებულები გადმოასვენოს. ეს შეიძლება ძალიან მძიმედ მოსასმენია, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც ჩვენი თანამემამულეები მაცივრებში დასვენებული არიან თვეების განმავლობაში. ამ ჟესტით ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრ ჭირისუფალს გაუგზავნა გზავნილი, რომ ჩვენ მზად ვართ, ეს ხალხი ქართულ მიწას დაუბრუნდეს. ჩვენი ძვირფასი თანამემამულეები ხშირად სკაიპის" მეშვეობით კაპიკ-კაპიკს აგროვებდნენ მიცვალებულების გადმოსასვენებლად. ამიტომ, მართლაც უამრავ ოჯახს მოუტანს შვებას ეს ისტორიული გადაწყვეტილება.
ეს გადაწყვეტილება შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს და არა მხოლოდ სოციალურად დაუცველებს. საორგანიზაციო და ფინანსური უზრუნველყოფა კი სრულად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალება, რისთვისაც დამატებითი ფინანსები გამოიყოფა", - განაცხადა გელა დუმბაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner