logo_geo
eng_logo
არქიმანდრიტი სერაფიმე იური ლუჟკოვზე: ადამიანი მოვიდა წირვაზე დასასწრებად, მეთქვა, წადი-თქო?
- +

9 მაისი. 2017. 19:06



არქიმანდრიტი სერაფიმე მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება:


„ხალხნო, მაინტერესებს, ამ ლუჟკოვის ჩვენთან წირვის დასწრებაზე ამხელა აჟიოტაჟი რომ ატყდა და თურმე ის ყოფილა ოკუპანტი. პირველ რიგში, მე გეკითხებით თქვენ, ამ კაცს მე მივეცი ვიზა? მე მივანიჭე მას საპატიო მოქალაქეობა თბილისის და ბათუმის? და თუ შემოუშვეს ჩვენს ქვეყანაში? ადამიანი მოვიდა წირვაზე დასასწრებად, მეთქვა, წადი-თქო აქედან? ეკლესიის კარი ღიაა ყველასთვის, პოლიტიკოსი იქნება თუ გლეხი. მაგრამ, რაც მთავარია, ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერეტორიაზე არავის არ მივცემ უფლებას, რომ პოლიტიკაზე ილაპარაკოს. მაგრამ, გაგდებით არც არავის გავაგდებ. ჩემს აზრს ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი, გინდ მტერი მოვიდეს და გინდ მეგობარი. ეს არის ჩემი კერძო აზრი, ამიტომ თუ რომელიმე თქვენგანი დავაბრკოლე, შენდობას გთხოვთ!" - წერს არქიმანდრიტი სერაფიმე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner