რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში მოხდა უბედური შემთხვევა. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:
„ადგილზე სიტუაციის გასარკვევად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით ტყიბულში დაუყონებლივ გაემგზავრნენ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები", - ნათქვამია ეკონომიკის სამინსიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დეტალები ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას ამის შემდეგ გაავრცელებენ.