logo_geo
eng_logo
ტყიბულში მომხდარ შემთხვევას ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო შეისწავლის
- +

9 მაისი. 2017. 19:34



რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში  მოხდა უბედური შემთხვევა. აღნიშნულთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:


„ადგილზე სიტუაციის გასარკვევად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი გახარიას დავალებით ტყიბულში დაუყონებლივ გაემგზავრნენ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო  ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები", - ნათქვამია ეკონომიკის სამინსიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


როგორც უწყებაში აცხადებენ, დეტალები ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას ამის შემდეგ გაავრცელებენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner