10-12 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგს ეწვევა. ლევან ხარატიშვილი კულტურის, მემკვიდრეობისა და ლანდშაფტების მმართველი კომიტეტის მე-5 შეხვედრას დაესწრება - მთავარი განხილვის თემა ევროპის საბჭოს ფარგლებში, კულტურის სფეროს აქტუალური საკითხები და სამომავალო თანამშრომლობის გეგმები იქნება.
შეხვედრაზე მოხდება კომიტეტის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების განხილვა, ასევე, კომიტეტის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს გაუზიარებენ ინფორმაციას, ქვეყნებში, კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ.