logo_geo
eng_logo
ნანა ლორთქიფანიძე მაია ასათიანს: თქვენივე გადაცემიდან ამოგიჭრიათ ყველაფერი, რისი მოსმენაც არ გსიამოვნებდათ
- +

4 აპრილი. 2016. 10:49


მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე  ტელეწამყვან მაია ასათიანს მიმართავს და გასულ კვირას გადაცემა „პროფილიდან"  ლალი ბადურაშვილის გამოსვლის გარკვეული მონაკვეთის ამოჭრის შესახებ ახსენებს, რომელშიც იგი ვანო მერაბიშვილზე საუბრობდა.



კვლავ მაია ასათიანის გადაცემას ვუბრუნდები.  ქალბატონო მაია, რა აღშფოთებული იყავით: აკრძალვაზე, დახურვაზე და ამოჭრაზე! შორს არ წასულხართ და თქვენივე გადაცემიდან ამოგიჭრიათ ყველაფერი, რისი მოსმენაც თქვენ და თქვენ სტუმრებს არ გსიამოვნებდათ, რაც მთავარია, თქვენი გამარჯვებული ხალხის ტელეეკრანიდან არ გინდათ, რომ გააგონოთ ხალხს.

 

 

იქნებ თქვენმა დემოკრატმა და სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლმა გენპროკურორ-დირექტორმა დაგჩაგრათ და ამოგაჭრევინათ.

 

 

ვციტირებ ლალი ბადურაშვილის სიტყვებს:  მაშინ რატომ არ იყავით აღშფოთებულები, თქვენი მინისტრი ვანო 2 გვამს რომ ითხოვდა?"

 

 

კიდევ იყო იქ კითხვები , რომელშიც პასუხი ვერცერთმა ვერ გაეცით. სად გაქრა ეს ყველაფერი, საინტერესოა, ჩემო დემოკრატო-სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლნო!

 

 

ქალბატონო მაია, ძალიან დაივიწყეთ თქვენი ძველი რესპონდენტები. მშვენიერი ტაშ-ფანდური რომ გაგქონდათ 10 წელი თქვენს გადაცემებში, დაუბრუნდით ძველ თემებს და იტაშფანდურეთ", - წერს ნანა ლორთქიფანიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner