logo_geo
eng_logo
ტყიბულში სიტუაციის გასარკვევად ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია გაემგზავრა
- +

9 მაისი. 2017. 21:13



ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მყოფი მეშახტის ინფორმაციით, ოთხი მეშახტე შახტის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.


„ჩვენს ხელთ არსებული, პირველადი ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მიმდინარეობდა მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და მოხდა უბედური შემთხვევა", - განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.


მათი ინფორმაციით, ტყიბულში პრემიერის დავალებით უკვე გაემგზავრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები. შემთხვევის ადგილზე მიემგზავრება ასევე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner