logo_geo
eng_logo
ტყიბულის მაჟორიტარის თქმით, სამი მეშახტის დაღუპვა დასტურდება
- +

9 მაისი. 2017. 21:14



ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ინფორმაციით, მას მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, სამი დაღუპულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.


როგორც საზოგადოებრივს გოცირიძემ განუცხადა, ტყიბულში, შახტის მიმდებარე ტერიტორიაზე მედიკოსების რეანიმაციული ბრიგადა იმყოფება.


„სამი დაღუპულის შესახებ ინფორმაცია დადასტურებულია. სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე ჩასვლას მაშველები ცდილობენ და წვალობენ, რადგან 300 მეტრზე ქვემოთაა", - განაცხადა გოცირიძემ.


ტყიბულში თბილისიდან დამატებითი სამაშველო ჯგუფები გაგზავნეს.


ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner