logo_geo
eng_logo
ტყიბულში თბილისიდან სამთო მაშველთა ჯგუფი გაემგზავრა
- +

9 მაისი. 2017. 21:16



ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე, შს სამინისტრომ გამოძიება დაწყო. მომხდართან დაკავშირებით საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისა უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.


თბილისიდან ტყიბულში უკვე გაემგზავრნენ სამთო მაშველთა ჯგუფის წარმომადგენლები. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.


ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის ინფორმაციით, მას მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, სამი დაღუპულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner