logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: უსაფრთხოების საკთხებზე უნდა გააქტიურდეს მუშაობა...
- +

9 მაისი. 2017. 22:20



ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ტყიბულში, მინდელის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საკთხებზე უნდა გააქტიურდეს მუშაობა როგორც კერძო კომპანიებისგან, ასევე საჯარო დაწესებულებების მხრიდან.


„ფაქტი ერთია, რომ უსაფრთხოების საკთხებზე უნდა გააქტიურდეს მუშაობა როგორც კერძო კომპანიებისგან, ასევე საჯარო დაწესებულებების მხრიდან. ჯერჯერობიოთ კომპანიის წარმომადგენლები ვერაფერს ადასტურებენ, გარდა იმისა, რომ ე.წ ბადიაა ჩავარდნილი, სადაც სარემონტო სამუშაოები ხორციელდებოდა. სამაშველო სამსახურების მუშაობის შემდეგ, უახლოეს წუთებში შესაძლოა უფრო კონკრეტული ინფორმაცია გვქონდეს", - განაცხადა მდინარაძემ.

 

დეპუტატი სიტუაციის გასაცნობად ადგილზე იმყოფება.


ტყიბულის მინდელის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე, შს სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო. თბილისიდან ტყიბულში ჩავიდნენ სამთო მაშველთა ჯგუფის წარმომადგენლები. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner