logo_geo
eng_logo
შსს: ლუჟკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2010 წელს იმყოფებოდა, თუმცა, მის მიერ კანონის დარღვევის გამო გამოძიება არ დაწყებულა
- +

9 მაისი. 2017. 22:24


 

„საჯარო დოკუმენტების თანახმად, იური ლუჟკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბოლოს 2010 წელს იმყოფებოდა, თუმცა, მის მიერ კანონის დარღვევის გამო გამოძიება არ დაწყებულა", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.


მათივე განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის გამო, შსს დღეს მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაეწყო.


„იური ლუჟკოვი ქვეყანაში ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მიკროავტობუსით, სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „სადახლოს" გავლით, სომხეთის მხრიდან შემოვიდა. საზღვრის კვეთის მომენტისთვის მის პასპორტში არ აღინიშნებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ყოფნის მონაცემი. ასევე, შესაბამის ბაზაში, რომელიც ოკუპრებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ იწარმოება, მის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირებული არ ყოფილა. შესაბამისად, მესაზღვრე პატრულ-ინსპექტორმა იგი დაუბრკოლებლად გამოატარა საზღვარზე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ იური ლუჟკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონის დარღვევით ყოფნის დამადასტურებელი, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაცია, საქართველის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი ბოლოჯერ ყოფნის თარიღად 2010 წელს მიუთითებს. ამასთან, ცნობის გავრცელების მომენტისთვის, 2010 წელს, იური ლუჟკოვის მიერ კანონის დარღვევის გამო გამოძიება არ დაწყებულა", - აცხადებენ შსს-ში.


მათივე განმარტებით, საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 322-ე პრიმა მუხლით (ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევით ყოფნა) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ხანდაზმულობის ვადად დადგენილია ექვს წლიანი პერიოდი.


„შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის გამო, შსს დღეს მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაეწყო გამოძიება", - აცხადებენ უწყებაში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner