logo_geo
eng_logo
რკინიგზის თბილისის გარეთ გადატანასთან დაკავშირებით მერიაში გადაწყვეტილება მიღებულია
- +

4 აპრილი. 2016. 10:50


რკინიგზის თბილისის გარეთ გადატანასთან დაკავშირებით თბილისის მერიაში გადაყვეტილება მიღებულია. როგორც  თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე სამი სცენარი განიხილება.



გადაწყვეტილება მიღებულია, რომ პროექტი აუცილებლად გაგრძელდება და რკინიგზის გადატანა აუცილებლად მოხდება. თუ რა ფორმით მოხდება რკინიგზის გადატანა, ეს უკვე დამოკიდებულია გენგეგმის ჯგუფზე. არის სამი სცენარი და სამივე სცენარი ბევრად უფრო მომგებიანი და ბერად უფრო დამუშავებლია, ვიდრე მისი თავდაპირველი ვარიანტი, რომელიც შეიცავდა ხარვეზებს და ამიტომ მისი განხორციელება გარკვეული პერიოდი გადაიდო. თუ რომელი ვერსია შეირჩევა საბოლოოდ, უახლოეს პერიოდში გვეცოდინება, როცა პრეზენტირებას გააკეთებს გენგეგმის ჯგუფი. მე ახლა არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რომელ სცენარს აქვს უპირატესობა მინიჭებული, თუმცა გიდასტურებთ, რომ პროექტი აუცილებლად გაგრძელდება.

 

 

არის ვარიანტი, რომელიც გულისხმობს რკინიგზის ლიანდაგების სრულიად გადატანას თბილისის გარეთ და არის ვარიანტი, რომელიც გულისხმობს ერთი ლიანდაგის დატოვებას თბილისის შიგნით, რომელიც ხარჯების კუთხით განსხვავებულია. ეს მალე გახდება ცნობილი, გამიჭირდება, რაიმე ზუსტი თარიღი გითრათ, თუმცა წლის პირველ ნახევარში სავარაუდოდ",-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner