logo_geo
eng_logo
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს
- +

10 მაისი. 2017. 00:20



თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. ისინი რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ცდილობდნენ. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სამი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული.


ტყიბულელი მაღაროელების სოლიდარობის მიზნით რუსთაველზე აქციას „აუდიტორია 115"-ის და პროფკავშირების რამდენიმე წარმომადგენელი მართავს.


ტყიბულის მინდელის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე, შს სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო. თბილისიდან ტყიბულში ჩავიდნენ სამთო მაშველთა ჯგუფის წარმომადგენლები. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner