logo_geo
eng_logo
თურქეთის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენისთვის 3623-წლიანი პატიმრობა მოითხოვა
- +

10 მაისი. 2017. 00:21



თურქული გამოცემა Hurriyet-ი წერს, რომ ქვეყნის პროკურატურის მიერ მოძრაობა „ჰიზმეტის" ლიდერ ფეთჰულა გიულენისთვის წაყენებული ბრალდებებისთვის სასჯელმა (შეკრებითობის პრინციპით) 3623 წლით პატიმრობა შეადგინა. პროკურატურა გიულენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის 22 საქმეს იძიებს. თითოელი საქმეში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პროკურორები სამუდამო პატიმრობასთან ერთად, მოითხოვენ სასამართლომ გიულენს 2900 წლით თავისუფლება აღუკვეთოს და სასამართლო ჯარიმა - 2 მილიონი დღის რაოდენობით პატიმრობაც მიუსაჯოს.


თურქეთის ხელისუფლება მუდმივად სთხოვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ფეთჰულა გიულენის ექსტრადაციას, თუმცა ამერიკა უარს აცხადებს. თავად ფეთჰულა გიულენი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს.


აპრილის დასასრულს, თურქეთის ხელისუფლებამ 9 000-ზე მეტი პოლიციელი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის საქმიანობის გამოძიების ფარგლებში სამსახურიდან გაათავისუფლა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის პოლიციამ გიულენთან კავშირის ბრალდებით ქვეყნის 81 პროვინციაში  803 ადამიანი დააკავა. სპეცოპერაციაში 8 000-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა.


გასული წლის ივლისში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში დაახლოებით 40 ათასი ადამიანი დააკავეს და 120 ათასზე მეტი სამსახურიდან დაითხოვეს.


თურქეთის ხელისუფლების მოსაზრებით, 2016 წლის ზაფხულში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულა გიულენი დგას, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. გიულენი ბრალდებას უარყოფს. 2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედროებმა სახელმწიფო გადატრიალება სცადეს, რომლის დროსაც 230-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2.1 ათასზე მეტი დაშავდა. ამბოხის ჩახშობის შემდეგ, ქვეყანის სახელმწიფო უწყებებში, სასამართლოში, განათლების ორგანიზაციებში, არმიასა და სპეცსამსახურებში მასობრივი წმენდა დაიწყო.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner