logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ და წუწუნებენ...
- +

10 მაისი. 2017. 00:24


 

არ მესმის იმ ადამიანების,რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ და წუწუნებენ სამსახური არ გვაქვს და მშივრები ვართო... თან თოხსაც ვაბაყუნებთ და ბარსაც და მაინც გვიჭირსო... სხვის მაგალითზე არ ვიტყვი ჩემი ნათესავების მაგალითზე გეტყვით!" - ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს.

 

ბიძა მყავს სამეგრელოში სენაკის რაიონში ბაბუაჩემის ფუძეზე... არც ბიძაჩემი მუშაობს, არც მისი ცოლი, არც ჩემი სამი ბიძაშვილი (ბიჭები არიან), არც დეიდაჩემი... შრომობენ! აქვთ თხილი , ჩაი გაკაფეს და თხილი გააშენეს... სეზონზე ყიდიან... მერე ყიდულობენ საქონელს, უვლიან, ცხვრებიც კი ყავთ, ძროხებიც, თხაც და ბატებიც, ქათმებიც... აქვთ ვენახი, უვლიან სიმინდს და კიდევ აქეთ თბილისში აგზავნიან პროდუქტს! აცვიათ, ახურავთ და აგერ ინტერნეტშიც ახერხებენ შემოსვლას! ხოდა მშრომელი კაცი ქვაზე რომ დასვა, იქ იცხოვრებს! ზარმაცები კი იმასაც გაფლანგავენ რაც მამა პაპამ დაუტოვა! დაელოდეთ ბიძინას და სახელმწიფოს დოლარებს მოგაყრით!"- წერს ჯღარკავა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner