2017 წლის ევროფესტივალის ფინალს ქართველი კონკურსანტი თამარა გაჩეჩილაძე ნახევარფინალური ტურიდან გამოეთიშა. მისი საკონკურსო სიმღერა ნახევარფინალის ათ რეიტინგულ ნომერს შორის ვერ მოხვდა.
პირველი ნახევარფინალური ტური გადალახეს: მოლდოვამ, აზერბაიჯანმა, საბერძნეთმა, შვედეთმა, პორტუგალიამ, პოლონეთმა, სომხეთმა, ავსტრალიამ, კვიპროსმა და ბელგიამ.