BBC თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, ჯეიმს კომი, თანამდებობიდან გაათავისუფლა.
პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, კომეისადმი გაგზავნილ წერილში დონალდ ტრამპი წერს, რომ მნიშვნელოვანია, გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ახალი მმართველის პოვნა, რომელიც ხალხს ამ ორგანოს მიმართ ნდობას აღუდგენს.