logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით სიტუაციის დეესკალაცია მოხდება
- +

4 აპრილი. 2016. 11:03


„ვაკეთებთ იმ რისკების ანალიზს, რომელიც შესაძლოა ყარაბაღის კონფლიქტმა გამოიწვიოს", - ამის შესახებ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კონფლიქტზე საუბრისას განაცხადა.

 

„გუშინ, საქართველოს პრემიერის დავალებით, შევიკრიბეთ და ვიმსჯელეთ სავარაუდო სცენარებსა და რისკებზე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში.

 

მუდმივად ვაკვირდებით პროცესს და ანალიზს ვაკათებთ, რა სახით შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ასევე, მჭიდრო კავშირში ვართ პარტნიორ ქვეყნებთან და იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით მოხდება სიტუაციის დეესკალაცია", - განაცხადა სესიაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner