logo_geo
eng_logo
დათო ლორთქიფანიძე: ამერიკას დიდი ხანია ნაპოვნი ჰყავს საქართველო, როგორც თავისი მეგობარი ქვეყანა
- +

10 მაისი. 2017. 15:18


 


 „ქართული ოცნების" წევრმა დათო ლორთქიფანიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე ისაუბრა.


„ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ამერიკაში და შეხვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანსა და რაც მთავარია - პრეზიდენტ ტრამპს, არის მნიშვნელოვანი გზავნილი დანარჩენი მსოფლიოსთვისაც, რომ ამერიკა არის ჩვენი პარტიორი ქვეყანა. ამერიკას დიდი ხანია ნაპოვნი ჰყავს საქართველო, როგორც თავისი მეგობარი ქვეყანა, რადგან რამდენიმე ათეული წელია ამ ორ ქვეყანას შორის აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა ყველა მიმართულებით. აშშ-ის მხარდაჭერა და ზოგადად, დასავლური ღირებულებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უცხოური მხარდაჭერა და მათთან თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანას ხელს შეუწყობს, გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან, რა მდგომარეობაშიც ახლაა, რათა გვქონდეს უფრო განვითარებული ქვეყანა", - აცხადებს ლორთქიფანიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner