საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ ჟურლანისტებს განუცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი განსაკუთრებით სახიფათოა, ვინაიდან აქვს პოტენციალი, საქართველოსა და მთლიანად რეგიონზე იქონიოს გავლენა.
„ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობამ უკვე გამოთქვა შეშფოთება სიტუაციის ესკალაციასთან დაკავშირებით.
ყოველთვის, როცა გვაქვს კონფლიქტი, ეს ცუდია არამარტო მათთვის, ვინც უშუალოდ ჩართულია კონფლიქტში, არამედ ყველასთვის ირგვლივ", - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.
მისივე თქმით, NATO მხარს უჭერს მინსკის ფორმატში მოლაპარაკებების გაგრძელებას და მშვიდობას რეგიონში.